03, თებერვალი 2017 08:15:00
ხანძარი ბუკნარში. დამწვარია თურმანიძეების საცხოვრებელი სახლის ნაწილი. ოჯახი ვარაუდობს, რომ ცეცხლი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. მთლიანად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები. ხანძრის ლოკალიზება მაშველებმა დროულად შეძლეს, თუმცა რამდენიმე ოთახი საცხოვრებლად უვარგისი გახდა. დაზიანებულია სახურავიც. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამწვარი სახლების სტატისტიკას დღის მთავარ გამოშვებაში შევაჯამებთ.