06, დეკემბერი 2017 14:08:00
ორწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ჯელალ ქიქავამ „ლეიბორისტული პარტია“ დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება მან „ტვ 25“-ის თოქ-შოუ „საზოგადოებრივი პოზიციის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. მან უარი თქვა არამარტო პარტიის რეგიონულ ხელმძღვანელობაზე, უფრო მეტიც, იგი წავიდა პოლიტიკიდან. ქიქავას განმარტებით, გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხების შემდეგ მიიღო. „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ დროებით ტაიმ - აუტს იღებს და მცირე შესვენების შემდეგ საზოგადოებრივ აქტივობას დაუბრუნდება.