06, დეკემბერი 2017 14:04:00
მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშიბიზნესმენ ქალებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 100-ზე მეტი ქალი აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან დაესწრო. ქალმა ბიზნესმენებმა ბიზნეს სიახლეებზე, წარმატებისთვის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრა საქმიან ქალთა გაერთიანების, აჭარის ქალბიზნესმენთა ასოციაციის მხარდაჭერით შედგა.