ოთხშაბათი 13, დეკემბერი 2017

გიორგი მამალაძის ვრცელი კომენტარი

06, დეკემბერი 2017 17:06:00

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ქართულ მართლსაჯულებას უნდობლობას უცხადებას. მან  დღეს სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. დეკანოზმა მის მიმართ წაყენებულ ბრალზე დღეს ვრცლად პირველად ისაუბრა.  განაცხადა, რომ 11 ტომიანი მტკიცებულებებისა და 100-ზე მეტი მოწმის მიუხედავად, არ დასტურდება, მისი განზრახვა მკვლელობასთან დაკავშირებით. თვით საქმის მთავარი მოწმეც, ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ არაა დარწმუნებული მზადდებოდა თუ არა დანაშაული, ის უბრალოდ ვარაუდობს ამას -  განაცხადა მამალაძემ თავის სიტყვაში. აღნიშნა, რომ „ციანიდით“ დაინტერესებული იყო, თუმცა შორენა თეთრუაშვილის თხოვნით. დასძინა ისიც, რომ პროკურატურამ ამოღებულ ციანიდზე არ ჩაატარა დნმ-ის და დაქტოლოსკოპიური ექსპერტიზა. ბრალდებულმა კიდევ  ერთხელ დაადასტურა, რომ აეროპორტიდან გატაცების დღიდან  დღემდე იმყოფება სისტემატიური ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, რომ მისი ადვოკატების თანდასწრებით თხოვდნენ ეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება და მასში მიტროპოლიტ დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის მონაწილეობა, სანაცვლოდ კი ფსევდო თანამშრომლობისთვის თავისუფლებას პირდებოდნენ.