06, დეკემბერი 2017 20:01:00
საქართველოში წყლის მომარაგებასთან დაკავშირებული სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები სხვადასხვ ადაავადების რიცხვს ზრდის - ინფორმაციას დაავადებათა ეროვნული კონტროლი ავრცელებს. აღნიშნულიდან გამომდინარე 2015 წლიდან ქვეყანაში პროგრამა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს და პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებს საინფორმაციო სახის შეხვედრები უტარდებათ. წყლის სანიტარული და ჰიგიენი საკითხების პროგრამის ფარგლებში აჭარის 5 მუნიციპალიტეტის 20 სკოლის და 10 ჯანდაცვის პუნქტის სველი წერტილის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე 13 საგანამანათლებლო და 6 სამედიცინო პუნქტის სველი წერტილია რეაბილიტირებული. პროექტი 2020 წელს დასრულდება.