07, დეკემბერი 2017 20:02:00
სახალხო ზეიმი სოფელ ქაქუთში. მეორე წელია სოფლის მკვიდრები „ქაქუთობას“ ზეიმობენ. ღონისძიებაზე დღეს სოფლის მკვიდრების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს. ასევე წარმოადგინეს ტრადიციული რეწვის ნიმუშებიც. დღესასწაულის ფარგლებში მაყურებლების წინაშე ფოლკლორულ ანსამბლები და მოცეკვავეები წარსდგნენ. დასახელდნენ სოფლის საპატიო ქაქუთელებიც. სახალხო ზეიმს „ქაქუთობას“ სოფელში საფუძველი 90-იან წლებში ჩაეყარა. ტრადიციულია სოფლის მცხოვრებლებმა გასულ წელს აღადგინეს.