08, დეკემბერი 2017 14:06:00
ბათუმში თევზჭერის გენერალური კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს. ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები შავი ზღვის სარეწაო ობიექტების მარაგებზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მეთევზეობის განვითარებაზე მსჯელობენ. როგორც კონფერენციის მონაწილეები აცხადებენ, ამ ეტაპზე საქართველოს წყლებში სხვადასხვა სახეობის ფაუნის როგორც კლება ასევე მატება შეინიშნება. მდგომარეობის დარეგულირების კუთხით ექსპერტებმა სამუშაო აღნიშნული მიმართულებითაც დაიგეგმა. ასევე ყურადღებას სამომავლო თანამშრომლობაზეც გაამხვილებენ. შეხვერაში გაერთიანებული ერების, ასევე სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის , გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომდგენლები, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენცია 4 დეკემბერს დაიწყო და 9 დეკემბერს დასრულდება.