08, დეკემბერი 2017 17:02:00
9 დეკემბერს კურორტ გოდერძიზე დაგეგმილი ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა ერთი დღით გადაიდო. მიზეზად უამინდობა დასახელდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ და აჭარის მთავრობა გოდერძის სათხილამურო კურორტს კვირას, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე ოფიციალურად გახსნის.