ორშაბათი 26, აგვისტო 2019

NASA-ს ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი ბათუმშია

08, დეკემბერი 2017 20:02:00

NASA-ს ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი ბათუმს სტუმრობს. ჰაიდიმ ქართველ სტუდენტებსა და მოსწავლეებთან შეხვედრაზე  იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც მას მამაკაცებით დომინირებულ სფეროებში მუშაობისას შეხვდა და წაახალისა ახალგაზრდა ქალები, რომ მიჰყვნენ თავიანთ ოცნებებს. როგორც საზღვაო ძალების მყვინთავმა  და ხუთი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრმა, ჰაიდი ფაიფერმა თავისი კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები დაინტერესებულ პირებს გაუზიარა. მან დღეს   ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარჩინებული და მამაცი ქალი კურსდამთავრებულებიც დააჯილდოვა . NASA-ს ასტრონავტი, საქართველოს ამერიკის საელჩოს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში 2 დეკემბერს ეწვია.