11, დეკემბერი 2017 14:10:00
ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელში აფეთქების შედეგად დაშავებული შვიდი პირიდან ოთხი ისევ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მათგან ორი ბავშვია, რომლებიც ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში მკურნალობენ, მოხუცებული ქალი კი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ერთი დაშავებული კი ამ დრომდე რეფერალურ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. როგორც სამედიცინო დაწესებულებებში განმარტავენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია.