11, დეკემბერი 2017 17:02:00
აჭარაში მოღვაწე ადვოკატები ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებს ეხმიანებიან. მათი განცხადებით დამარცხებული კანდიდატების პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საფუძველსმოკლებულია, ვინაიდან პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა, შესაბამისად, ისინი მეორე ტურის ჩატარების აუცულებლობას ვერ ხედავენ. „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის.ლ თავმჯდომარის არჩევნები 9 დეკემბერს ჩატარდა და არჩევნების მიმდინარეობას 22 ორგანიზაცია აკვირდებოდა. არჩვენებში სულ 2324-მა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა, მათგან ყველაზე მეტი, 1128 ხმა დავით ასათიანს ერგო, რაც შეეხება ლევან ჯანაშიას, მას 632-მა კოლეგამ მისცა ხმა. ადვოკატთა ნაწილი კი გაყალბებაზე საუბრობს და მეორე ტურის ჩატარებას ითხოვს.