შაბათი 24, აგვისტო 2019

დატოვა თუ არა ჯემალ მუსხაჯბამ ქართული ოცნება?

13, დეკემბერი 2017 17:03:00

დატოვა თუ არა ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მმართველი გუნდის რიგები? – წარმომადგნელობითი ორგანოს ხელმძღვენლმა ნადიმ ვარშანიძემ თემაზე საუბარი არ ისურვა. სიტუაციაში გასარკვევად მუსხაჯბასთან გადაგვამისამართა და მობილური ტელეფონი გაგვითიშა. რაც შეეხება ჯემალ მუსხაჯბას მობილური ტელეფონი ამ დრომდე გამორთული აქვს და მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ. დეპუტატის მმართველი რიგების დატოვების შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განუცხადა. თეიმურაზ დუმბაძე პარტიაში  არსებულ განხეთქილებაზე საუბრობს. 

 


დღის ამბები