პარასკევი 23, აგვისტო 2019

როდის დაინიშნებიან ხელვაჩაურის მერის მოადგილეები?

13, დეკემბერი 2017 14:07:00

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ორი მოადგილის პოსტი ამ დრომდე  ვაკანტურია.  პირველ  მოადგილედ  ჯუმბერ ვარდმანიძემ ზვიად ხალვაში  ერთი კვირის წინ დანიშნა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას ნადიმ ვარშანიძის გამგებლობის პერიოდშიც იკავებდა.  როდის  შეივსება 2 ვაკანტური პოსტი,  რატომ გაჭიანურდა პროცესი? - ჯუმბერ ვარდმანიძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს.  თუმცა ამბობს, რომ კონსულტაციებს განაგრძობს.  დაიკავებს თუ არა ყოფილი გამგებლის კიდევ ერთი მოადგილე მინდია ბასილაძე  პოზიციას ხელახლა  -  მერი განმარტებებს არ აკეთებს.


დღის ამბები