პარასკევი 23, აგვისტო 2019

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

13, დეკემბერი 2017 17:01:00

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში სანიაღვრე სისტემების მოწყობა იგეგმება, ასევე, მიმდინარეობს ქუჩის დაზიანებული მონაკვეთების ორმული შეკეთება. წელს პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდება. მომავალი წლისთვის კი ქუჩაზე ასფალტის საფარი უნდა დაიგოს. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის  მერია 805 908 ლარს დახარჯავს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე გაეცნო.


დღის ამბები