13, დეკემბერი 2017 20:01:00
წინანდლის პრემია პოეზიაში ბათუმს პირველად ერგო. გასაკვირი არც არის, როინ აბუსელიძე, იმ გამონაკლის პოეტებს შორისაა, რომლის პირველივე მცდელობაც წარმატებით სრულდება. ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემია, ლექსების გამოფენის გამარჯვებული, ზურაბ გორგილაძის პრემია, ფრიდონ ხალვაშის პრემია, პრემია ზურაბ გორგილაძის პოეზიის პოპულარიზაციისთვის - ჩამონათვალიც ცხადყოფს, რომ პოეტისთვის ეს არც პირველი წარმატებაა და დარწმუნებული ვარ არც უკანასკნელი. პოეტი როინ აბუსელიძე მაცნეს ობიექტივში.