14, დეკემბერი 2017 14:06:00
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მშენებელი კომპანიის და შპს „სტადიონის“ დირექტორებმა მოაწერეს. პირობების მიხედვით, მშენებლობა UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტანდარტების მიხედვით, ორ წელსა და ათ თვეში უნდა დასრულდეს. სტადიონის ფასადი ეროვნული ცეკვა „ხორმუმის“ კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები სინქრონულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. იმის გათვალისიწნებით, თუ რა ტიპის თამაშები გაიმართება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, აგრეთვე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება. მოედანს ცალკ ცალკე ექნება ავტობუსების, სპორტსმენების, ვიპ და მედიის შესასვლელები. იგი 20 000 მაყურებელს დაიტევს და 1 200 ადგილიანი პარკინგი ექნება. პროექტის ღირებულება 9 მილიონ 448 ათას 408 ლარია. მშენებლობას შპს „ანაგი“ განახორციელებს.