ორშაბათი 26, აგვისტო 2019

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის პრეზენტაცია

14, დეკემბერი 2017 17:06:00

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მუშაობა შეაფასა. ერთ-ერთ პირველი, რაზეც კვლევის ავტორები მიუთითებენ არის ის, რომ მაუწყებელში როგორც სტრუქტურის, ისე სტრატეგიისა და ტექნიკური განვითარების გეგემის დამტკიცების პროცესი გაიწელა. ახალი სტრუქტურის დამტკიცებამდე კი ვერ ხერხდება თანამშრომლების სამუშაო აღწერილობის შემუშავება და სამართლიანი სახელფასო სისტემის შექმნა. კვლევაში ასევე, აღნიშნულია, რომ გაჩნდა ახალი გადაცემები, თუმცა ტელევიზიის რეიტინგი დაბალია. პრიორიტეტები ფართოა, თუმცა შესრულების კრიტერიუმები ცხადად გაწერილი არ არის. ასევე, შესყიდვებისას ხელშეკრულებებში ცვლილებები დაუსაბუთებლად ხორციელდება და სხვა. როგორც მაუწყებლის ხელმძღვანელობაში აღნიშნეს, რომ საზმაუსთვის რეიტინგი მეორეხარისხოვანია, სტრუქტურის დახვეწაზე კი მუშაობა გრძლდება.