15, დეკემბერი 2017 14:10:00
უბედური შემთხვევა ბათუმში. გუშინ, ჯავახიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში არსებული კორპუსის მეოთხე სართულიდან ქალი გადმოვარდა. 60 წლამდე ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. მეზობლების ინფორმაციით, იგი ფანჯრის მინას წმენდდა, რა დროსაც აივნიდან გადმოვარდა. ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიცია. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.