15, დეკემბერი 2017 14:07:00
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორი მსუბუქი გამავლობის ავტომობილის შეძენას გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადდა. პირობების თანახმად, ავტომობილი უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2017 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი. პრეტენდენტს საქართველოში ანალოგიური საქონლის მიწოდების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, ასევე ბათუმში ან ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმუმ 30 კილომეტრის ფარგლებში სულ მცირე ერთი სერვისცენტრი უნდა გააჩნდეს, სადაც საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიურ ფასიან მომსახურებას განახორციელებს. ორი ავტომობილის შესაძენად უწყებას 97 ათას 200 ლარი აქვს გათვალისწინებული. წინადადებების მიღება 21 დეკემბერს შეწყდება.