15, დეკემბერი 2017 17:03:00
ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების 10-მა სტუდენტმა პრაქტიკული გამოცდილების ანგარიშის პრეზენტაცია , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარადგინა. ისინი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვისცენრში ანაზღაურებად სტაჟირებას 6 თვის განმავლობაში გადიოდნენ. სტუდენტები გაეცნენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს, მონაწილეობდნენ აგროტექნიკურ ღონისძიებებში, ასევე დაეუფლნენ მართვის ორგანიზაციულ სამეურნეო მეთოდებს. გარდა ამისა, სტაჟირების პერიოდში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აგრო ტურში.