04, თებერვალი 2017 11:14:00
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე არსებული სამი ავტომობილის მოვლა-პატრონობაზე შპს ,,თეგეტა-მოტორსი“ იზრუნებს, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. დოკუმენტის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 225 516, ხოლო სახელშეკრულებო ფასი 20 ათას ლარს შეადგენს. კომპანია ვალდებულია ერთი წლის განმავლობაში ავტომობილების ტექნიკური გამართვა უზრუნველყოს. საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულება ნაწილების შეძენასაც ითვალისწინებს.