შაბათი 21, სექტემბერი 2019

საახალწლო ნობათი უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის

25, დეკემბერი 2017 14:06:00

ერთი ცალი გაყინული ქათამი, ერთი ლიტრი ზეთი, ორი კილო პურის ფქვილი და 300 გრამი ტკბილეული   - ასეთია უფასო სასადილოს ბენეფიციართა საახალწლო მენიუ. ბათუმის მერიამ ნობათი ქალაქში მოქმედ სასადილოებშიუ უკვე მიიტანა. იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ადგილზე მისვლას და პროდუქტის აღებას ვერ შეძლებენ, 31 დეკემბრამდე სასადილოს თანამშრომლები სახლში თავად მიუტანენ. ბათუმის მერიას ერთ პირზე საახალწლო ნობათი 15 ლარი დაუჯდა. თანხა წლის განმავლობაში მიღებული ეკონომიებიდან გამოიყო.

 


დღის ამბები