25, დეკემბერი 2017 17:06:00
19 მომხრე და 5 წინააღმდეგი. ხელვაჩაურის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 15 მილიონ 819 311 ლარით განისაზღვრა. ეს ოდენობა გასულ წელთან შედარებით 415 ათასი ლარით მეტია. პირველადი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თანხა 14 მილიონი ლარი იყო, თუმცა საჯარო განხილვების შემდეგ მაჩვენებელი შეიცვალა.ბიუჯეტიდან განათლებისა და კულტურის მიმართულებით განსახორციელებელი პროგრამებისთვის 230 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ჯანდაცვის მიმართულებით 622 890 ათასი ლარით.