25, დეკემბერი 2017 17:00:00
ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა. დაწესებულების ადმინისტრაციამ თანამშრომლები და პაციენტები მოულოდნელი სიურპრიზებით გაანებივრეს. მოწვეული სტუმრებისთვის და პერსონალისთვის მოეწყო ფლეშმობი. ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორმა ისმეთ მიქელაძემ საზოგადოებას დამდეგი შობა ახალი წელი მოულოცა და მათ ჯანმრთელობა უსურვა. ასევე აღნიშნა ისიც, რომ 2018 წელს ბაუ უფასო გამოკვლევების აქციას პერიოდულად განახორციელებს. ღონისძიება ბავშვთა გასართობი ცენტრის ,,როიალ ფემილი“ ორგანიზებით გაიმართა.