26, დეკემბერი 2017 17:13:00
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ბათუმში ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა. ევროპის მოედანზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებში დამზადებული პროდუქციაა წარმოდგენილი. დღესვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საუკეთესო მეწარმეები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა. ღონისძიების ფარგლებში ჯგუფ ,, ბანისა“ და ანსამბლ ,,ელესას“ მონაწილეობით კონცერტი მიმდინარეობს. აჭარის სოფლის მეურნეობისა და „აგროსერვისცენტრის" ორგანიზებით ღვინისა და ყველის ფესტივალი 2 დღეს გაგრძელდება.