26, დეკემბერი 2017 17:16:00
ბათუმის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომდევნო წელს თვითმმართველობამ 153 მილიონი ლარი უნდა აითვისოს. ეს კი 13 მილიონით ნაკლებია 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი საკრებულოს ექვსმა ოპოზიციონერმა წევრმა არ დაუჭირა. აღნიშნეს, რომ მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ არის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მხარდაჭერილი ბიუჯეტის პროექტთან ერთად გამოქვეყნდეს პარტიის მიერ შემუშავებული ალტერნატიული დოკუმენტიც. ოპონენტები ამბობენ, რომ მათ მიერ შედგენილი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იყომ 26 მილიონი ლარის გამოთავისუფლება, რაც მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს მოხმარდებოდა. ვრცლად დღის მთავარ გამოშვებაში.