28, დეკემბერი 2017 14:06:00
5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტ გომარდულში ტურისტული სეზონი ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებები კურორტზე 15:00 საათზე დაიწყება და 21საათსა და 30 წუთამდე გაგრძელდება. მოეწყობა საახალწლო დეკორაციები, განათება, სცენა და კვების ობიექტი, დაიდგმება ნაძვის ხე, დაინთება კოცონი, იქნება ცოცხალი მუსიკა და ფოიერვერკი. ბავშვებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა თამაშები და სახალისო აქტოვობები. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახსნის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმიდან გომარდულის მიმართულებით, 11:00 საათიდან იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი.