ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

1000 ლარიანი გირაო ძალადობაში ბრალდებულს

28, დეკემბერი 2017 20:04:00

ძალადობაში ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა. წინასასამართლო პროცესი კი გიორგი გრატიაშვილმა 29 იანვრისთვის ჩანიშნა. ბრალდებული სოფიო გეგუჩაძეა. მის წინააღმდეგ საქმე მეზობელმა ალექსანდრა ტურინმა შეიტანა. 82 წლის მოხუცს, როგორც თავად ყვება, მეზობელი ფიზიკურად გაუსწორდა, არ აძლევენ იმ სახლში ცხოვრების უფლებას,  რომელიც დაკარგა, თუმცა გამოსხლების თაობაზე სასამართლო გადაწყევტილება ჯერ არ ჩაბარებია. ალექსანდრა ამბობს, რომ საცხოვრებელი, რომელიც  სესხის სანაცვლოდ დაკარგა, გეგუჩაძემ იყიდა და თითქმის ერთ წელია მასზე ძალადობს. ფიზიკური დაზიანებები სოფიო გეგუჩაძემ ალექსანდრას ახლობლებსაც მიაყენა, რომელიბ ასევე ესწრებოდნენ სასამართლო პროცესს და მის წინააღნდეგ განცხადება პოლიციაშიც ერთი წლის წინ აქვთ დაწერილი.  ბრალდებული დღეს დარბაზში არ იმყოფებოდა. ადვოკატის თქმით, პროცესის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე შეუძლოდ გახდა.