29, დეკემბერი 2017 14:02:00
5 წლიანი პაუზის შემდეგ გომარდულში ტურისტული სეზონი ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებები კურორტზე 15:00 საათზე დაიწყება და 21 საათსა და 30 წუთამდე გაგრძელდება. მოეწყობა საახალწლო დეკორაციები, განათება, სცენა და კვების ობიექტი, დაიდგმება ნაძვის ხე, დაინთება კოცონი, იქნება ცოცხალი მუსიკა და ფოიერვერკი. ბავშვებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა თამაშები და სახალისო აქტივობები. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახსნის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმიდან გომარდულის მიმართულებით, 11:00 საათიდან იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი.