29, დეკემბერი 2017 14:07:00
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, უწყებები ერთობლივად განახორციელებენ სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯანდაცვით ღონისძიებებს. კერძოდ, უზრუნველყოფენ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, ვაქცინოპროფილაქტიკის ხელშეწყობას, სოციალურ მობილიზაციას და სხვა. შეთანხმების დოკუნეტს ხელი ბათუმის მერმა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოაწერეს.