29, დეკემბერი 2017 14:04:00
ბათუმის ბულვარში ნაძვის ხე დღეს ოფიციალურად აინთება. სტუმრებს ადმინისტრაცია კოლონადებთან, საღამოს 18 საათისთვის ეპატიჟება. ნაძვის ხის გარდა სტუმრებს აქ დახვდებათ სხვადასხვა დეკორაციები, მორთული „ბამბუკის ხეივანი“ და რაც მთავარია საახალწლო ღონისძიება. შესრულდება ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები: გიორგი ბერიძე და მამუკა გოგიტიძე, ასევე რამდენიმე ბენდი. ბულვარის კოლონადებთან მოეწყობა სხვადასხვა თემატიკის გამოფენა-გაყიდვები. ღონისძიება ორ საათს გაგრძელდება.