06, თებერვალი 2017 05:20:00
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით 2016 წელს მაჭახელას ხიხანის და ქედის ტურისტულ მარშუტებს 5513 ვიზიტორი სტუმრობდა. რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 107 %-იან მატებაში აისახა. როგორც ტურიზის დეპარტამენტში აცხადებენ, მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორებთან ერთად 33%-ითაა გაზრილი საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და მუზეუმებში დამთვალიერებლების რაოდენობა. გასულ წელს მაღალმთიან აჭარაში არსებულ მუზეუმებს 13 628 ვიზიტორი სტუმრობდა.