06, თებერვალი 2017 11:18:00
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 16 სტუდენტი ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში სასწავლებლად გაემგზავრება. სტუდენტების გაცილების ცერემონიალს დღეს უნივერსიტეტის რექტორი დაესწრო. სტუდენტები სპეციალურმა კომისიამ უცხო ენის ცოდნისა და აკადემიური მოსწრების მიხედვით შეარჩია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016-2018 წლებისთვის ერასმუსის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში 22 სასწავლო გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც უცხოეთში სასწავლებლად სტუდენტებთან ერთად ლექტორ-მასწავლებლებიც გაემგზავრებიან. ამ ეტაპზე უნივერსიტეტში უცხო ქვეყნის 400-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.