29, იანვარი 2018 14:06:00
ქობულეთში 3 კილომეტრიანი ბულვარის მშენებლობა იწყება. შესაბამისი მონაკვეთის პროექტი შეძენილია. კონცეფციის მიხედვით, უნდა მოეწყოს სანაპირო ზოლის სავალი ნაწილი, ასევე ველობოლიკები, მოპირკეთდეს სასეირნო და სავალი ნაწილები, გაშენდება მწვანე ზოლი, დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა და ტრენაჟორები. უნდა აშენდეს სპორტული მოედანიც. ქობულეთის მერის განცხადებით, პროექტი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირთათვის. მუნიციპალიტეტის მერიაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ თუ როდის დასრულდება მშენებლობა. პროექტის განსახორციელებლად 7 600 000 ლარია საჭირო.