10, იანვარი 2017 05:10:00
ბათუმის ბულვარს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ვაკანტური პოსტი ეთერ მაჭუტაძემ დაიკავა. ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებს იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინეს. მხარეებმა ბულვარის განვითარებაზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ მოხდება ძველი ბულვარის კონსერვაცია და იმგვარად განვითარება, რომ ბათუმელებს პორტესტის მიზეზები აღარ ჰქონდეთ. გარდა ამისა, მოწესრიგდება იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორია, ველობილიკების განათება, ასევე, განხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახალი ბულვარის განვითარებისთვის. ბულვარის ახალმა დირექტორმა აღნიშნა, რომ იზრუნებს ბულვარის შემოსავლების ზრდაზე. რაც შეეხება რეორგანიზაციას, ეთერ მაჭუტაძე ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა ამბობს, რომ ისეთი გუნდი სურს, რომელიც მხოლოდ საქმეზე იქნება ორიენტირებული. მაჭუტაძე ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან პოსტზე ცისკარ გოგიტიძე ჩაანაცვლა. სად აპირებენ ამ უკანასკნელის რესურსის გამოყენებას, პატარაძემ დღეს არ დააკონკრეტა. ახლა უკვე ვაკანტურია ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსის პოსტიც.