10, იანვარი 2017 11:19:00
ახალი ბულვარი სანაპიროს გარეშე რჩება- განცხადება დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გააკეთა. გია აბულაძის განცხადებით, ნაპირგასამაგრი სამუშაოები, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვერ უზრუნველყოფს, ვერც ნაპირის გამაგრებას და ვერც პლაჟის შენარჩუნებას. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირწმუნება, რომ აღნიშნული სამუშაოების შედეგად რამდენიმე კილომეტრიანი სანაპირო ზოლი პლაჟის გარეშე რჩება. აბულაძე რეგიონის მთვრობას ძველი პროექტის გაგრძელებას სთხოვს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი აღნიშნავს, პლაჟის შესანარჩუნებლად აუცილებელია სანაპირო ზოლში ინერტული მასალის შეტანა რაც ასევე უკვე წლებია აღარ ხორციელდება. ნაციონალური მოძრაობის განცხადებას უპასუხეს მთავრობაში.