07, თებერვალი 2018 20:02:00
ამდროისთვის ბუნებრივი აირი მხოლოდ გონიოსა და სარფის აბონენტებს არ მიეწოდებათ. მათთვის გაზის მიწოდება დილის 9:00-საათიდან დაიწყება. როგორც "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში" აცხადებენ, გაზმომარაგების შეზღუდვა გურიაში არსებულ მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. კომპანიის მენეჯმენტი აბონენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათი რეკომენდაციით, გაზის დანადგარები ჩაკეტილ მდგომარეობაში უნდა იყოს.