07, თებერვალი 2018 14:06:00
გუშინ, საღამოს სარფის საბაჟოზე თურქეთის ორ მოქალაქეს საზღვრის გადმოკვეთის საშუალება რამდენიმე საათის განმავლობაში არ ეძლეოდათ. პირი, რომელიც მათ ბათუმში ელოდებოდა ამბობს, რომ მიზეზად წვერი დაუსახელეს. ვახტანგ ხუნდაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ისინი რეგიონში ინვესტირების მიზნით მოდიოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მსგავსი ფაქტი არ დაგვიდასტურეს, თუმცა თემით ჩვენი დაინტერესების შემდეგ, თურქეთის ორივე მოქალაქემ საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთა.