07, თებერვალი 2018 14:04:00
ავტოსაგზაო შემთხვევა პუშკინისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში. შედეგად ოთხი მსუბუქი მანქანა დაზიანდა. ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირს მცირე დაზიანებები აღენიშნებოდათ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.