12, თებერვალი 2018 14:04:00
კლდისუბანსა და ბესელაშვილებს შორის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ხიდის სიგრძე 60 მეტრი, ხოლო სიგანე 5,4 მ-ია.. მდინარე აჭარისწყალზე აშენებული ხიდი ორ სოფელს ცენტრალურ გზასთან დააკავშირებს. პროექტი აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 390 ათასი ლარით დაფინანსდა. ხიდი, ამავდროულად, სამკურნალო წყლებთან მისასვლელი ერთადერთი გზაცაა. პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საავტომობილო გზიდან ხიდამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც განხორციელდა. შესაბამისი ინფორმაცია და ვიდეომასალა აჭარის მთავრობის აპარატმა გაავრცელა.