13, თებერვალი 2018 14:10:00
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ, ხოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მას 2 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა თავად მსჯავრდებული.