15, თებერვალი 2018 20:01:00
მახინჯაურში მცხოვრებლებმა დღეს აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. ისინი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, განსახლების სიაში შეყვანასა და განსასახლებელი ოჯახების ქონების სათანადო შეფასებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობას შუამდგომლობით მიმართავენ, წინააღდეგ შემთხვევაში ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.