16, თებერვალი 2018 14:06:00
,,ფოტოების დიალოგი“- ამ სახელწოდების გამოფენას უმასპინძლებს ხვალ, ბათუმის ხელოვნების სივრცე. გამოფენა პოლონურ - ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში იმართება, სადაც რვა ფოტოგრაფის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში, პოლონელი ფოტოგრაფები აჭარაში იმყოფებოდნენ, ხოლო ბათუმელი ხელოვანები პოლონეთში. ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების ერთობლივი ნამუშევრების ნახვა დამთავლიერებს ხვალიდან შეეძლება. ნამუშევრები საგამოფენი სივრცეში 20 დღის განმავლობაში დაჩება და მსურველებს დათვალიერება უსასყიდლოდ შეეძლებათ.