16, თებერვალი 2018 17:08:00
ზედაღელის ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასახლებაში ასფალტის საფარს აგებენ. სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და პროცესი ზაფხულში დასრულდება. ხელშეკრულებით ზედაღელის ქუჩის სრული კეთილმოწყობაა გათვალისწინებული. პარალელურად მიმდინარეობს შარაშიძის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაციაც, პროექტის ღირებულება 409 009 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ზიმო-7“ ახორციელებს.