ოთხშაბათი 21, აგვისტო 2019

გამოსახლების პროცესი ქობულეთში

21, თებერვალი 2018 14:12:00

აღსრულების ეროვნული ბიურო ქობულეთში, ბეჟანიძეების ოჯახის გამოსახლებას ცდილობდა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. პირობის თანახმად, პროცესი ერთი თვით გადაიდო.  თამარ მეფის ქუჩაზე ადგილობრივები სოლიდარობის ნიშნად დილიდან შეიკრიბნენ.  აქციაზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერიც. საოჯახო ტიპის სასტუმრო ბეჟანიძეებმა იპოთეკით 2011 წელს დატვირთეს, თუმცა სესხის გადახდა სხვადასხვა გარემოებების გამო ვერ შეძლეს. ბანკმა კი სახლი აუქციონის გზით გაყიდა. ოჯახის ინფორმაციით, სახლი ახალი მფლობელი სასულიერო პირია, თუმცა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ მისი ნათესავი ფიქსირდება.


დღის ამბები