23, თებერვალი 2018 14:18:00
,,გახადე შრომა უსაფრთხო“- ამ მოთხოვნით ევროპის მოედანი საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილების მოთხოვნაა საქართველოს პარლამენტმა სრულად გაითვალისწინოს საქართველოს პროფესიული გაერთიანების რეკომენდაციები. ასევე, მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს. გაერთიანების ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში 41 დასაქმებული დაიღუპა, აქედან 17 შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება.