23, თებერვალი 2018 17:10:00
შსს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გახსნილი დანაშაულების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ამ პერიოდში სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ნარკოდანაშაულისთვის 20 პირია დაკავებული, მათ შორის - 5 ნარკორეალიზატორი. დაკავებულთა შორის, უცხო ქვეყნის 8 მოქალაქეა. ბათუმში ფაქტზე თურქეთის 3 და უზბეკეთის 1 მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 10 აბი „ექსტაზი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 427 აბი „ექსტაზი“. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.