09, თებერვალი 2017 11:29:00
ხულოს საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს თავმჯდომარეს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძეს არგუმენტად „ქართული ოცნების“ წევრ, ოთარ გელაძეზე გამოყოფილი საწვავის ოდენობა მოჰყავს, რომლის ყოველთვიური ლიმიტი 420 ლიტრ ბენზინს შეადგენს. ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, თავმჯდომარემ მმართველი გუნდის წარმომადგენელი „ნაციონალების“ მუდმივი კრიტიკის გამო წაახალისა. ჯორბენაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ჯამბულ ხოზრევანიძემ საწვავის ლიმიტის გამოყოფით შესაძლო იმპიჩმენტიც აირიდა. ოპონენტის ბრალდებას ჯამბულ ხოზრევანიძემ უპასუხა. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ოთარ გელაძეს კომისიის თავმჯდომარისა და მოადგილეებისთვის საწვავი ეკონომიების ხარჯზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე გამოუყო. რაც შეეხება იმპიჩმენტის, საკითხს მან მითი უწოდა. თავმჯდომარემ ოპოზიციონერს სხდომებზე დასწრებისკენაც მოუწოდა.