02, მარტი 2018 17:02:00
სამიდიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს და მედიკოსებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შეხვდა. დავით სერგეენკომ ჯანდაცვის პირველი, მეორე და მესამე დონის 60-მდე წარმომადგენელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაზე, წითელას ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესების, ცე ჰეპატიტის სკრინინგისა და მკურნალობის საკითხებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.