05, მარტი 2018 17:05:00
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს. საქმე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ეხება, რისთვისაც ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო. მიშა ბოლქვაძის თქმით, ამ ეტაპზე 7 მილიონი ლარის ნაცვლად, ტენდერი 2 მილიონ ლარზეა გამოცხადებული, რაც ბიუჯეტის განსაზღვრულ დროში ხარჯვას შეაფერხებს. ხელვაჩაურის მერიაში განმარტეს, რომ პროცედურები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა.